სამუშაო შეხვედრა აჭარის სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან

2020 წლის 1 თებერვალს აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის სააქტო დარბაზში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში ჩაატარა სამუშაო შეხვედრას აჭარის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან, რომლის მიზანია მათ კამპანიაში ჩართვა. შეხვედრაზე ასევე გამოცხადდა კონკურსი ახალგაზრდებისთვის (უფროსკლასელებისთვის) - „ეს ქვეყანა შენია!“ კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. კამპანია დაეხმარება საზოგადოებას გააცნობიეროს, რომ გზა ევროპული ტიპის საზოგადოებისკენ, სადაც დაცულია უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, არის ეკონომიკის, განათლების მაღალი დონე, დაცულია სოციალური უფლებები, გადის სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებებზე. პროექტი - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარე ბის ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი. შეხვედრას უძღვებოდნენ ნინო მღვდელაძე და თემურ ჯალიაშვილი.