უცხოეთში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება

კონკურსში მონაწილე კანდიდატების საყურადღებოდ!!!
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებელთა სახლის) მიერ გამოცხადებული  უცხოეთში (ქ. ფრანკფურტში) ქართული ენისა და ლიტერტურის  მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება ჩატარდება 2020 წლის 21-22  თებერვალს ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად.
კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 10 პედაგოგი. 
უცხოეთში სტაჟირების  შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში,  შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის  ქუჩა #121, სართული 1, აუდიტორია 2, ინდივიდუალურ  განრიგში  მოცემული ინფორმაციის  (თარიღი, დრო) მიხედვით. 
კანდიდატი,  რომელიც არ გამოცხადდება დადგენილ დროს, მოიხსნება შესარჩევი კონკურსიდან!!!
კონკურსის მე-2 ეტაპის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულის საშუალებით....