ლაბორატორიული ტრენინგი ხელვაჩაურის ქიმიის მასწავლებლებისათვის


15 თებერვალს და 22-23 თებერვალს აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის საბუნებისმეტყველო საგანთა ლაბორატორიაში ქიმიის მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგ-პროგრამის - „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“ მოდულები.
აღნიშნული ტრენინგ პროგრამა შემუშავა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაეცა აჭარის განათლების ფონდს/ბათუმის მასწავლებლის სახლს.
* 15 თებერვალს – “უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში“; 6 სთ. 
* 22- 23 თებერვალს - „სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება ქიმიის სწავლებაში“ – 10 სთ. 
ტრენინგის მიზნებია: დაეხმაროს მონაწილეებს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობის გააზრებაში, დაანახოს მათ ექსპერიმენტების ჩატარების მნიშვნელობა ქიმიის სწავლა-სწავლებაში, შეძენილი რესურსების გამოყენების შესაძლებლობები, აჩვენოს ამ რესურსების გამოყენებით სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობა. 
მონაწილეები გაეცვნენ 21-ე საუკუნის მთავარი გზავნილის - უსაფრთხო ცდების ჩატარების - ძირითად მიდგომებს, მწვანე ქიმიის პრინციპებს, გააცნობიერებენ, რომ მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების ფორმირება და განვითარება უნდა მოხდეს სისტემურად - ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების ჭრილში, როგორებიცაა გარემოს დაცვა, ეკოლოგიური პრობლემები, ადამიანის ჯანმრთელობა. 
ტრენინგებს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლი ქიმიის ტრენერი - ნუკრი კობახიძე.
15 თებერვალს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
22 თებერვალს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი - ირაკლი თავბერიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - შუშანა სურმანიძე, ქ. ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი - მანანა თანდაშვილი და აჭარის განათლების ფონდის იურისტი - მინდია ნაკაშიძე.
ტრენინგების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.