ტრენინგი ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისათვის

22-23 თებერვალს აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისათვის (V-XII კლ.): “სამუზეუმო მასალების გამოყენება ბუნებისმეტყველების სწავლების  ეფექტიანობისათვის“. 
ტრენინგი ჩაატარა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერმა - თამილა თალაკვაძემ. 
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: მუზეუმების გამოყენება სასწავლო  დანიშნულებით; სასწავლო ექსკურსიის დაგეგმვა; მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამები; აქტივობების დაგეგმვა საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში; სასწავლო პროექტების შექმნა სამუზეუმო მასალების გამოყენებით; სასწავლო რესურსების შექმნა სამუზეუმო მასალების გამოყენებით. 
ტრენინგს ესწრებოდნენ ბათუმის, ხელვაჩაურის და ქობულეთის სკოლების პედაგოგები, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია.
ტრენინგის ხანგრძლივობა არის: 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათი. რაც ECTS - 1 კრედიტია.
22 თებერვალს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცვნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი - ირაკლი თავბერიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - შუშანა სურმანიძე, ფრანკფურტის (გერმანია) გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი - მანანა თანდაშვილი; სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტი - მაია ინასარიძე.
ტრენინგის  მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ხატია ბერიძე.
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.