ტრენინგი: „ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნა და განხორციელება“

აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისათვის გრძელდება ინკლუზიური განათლების  ხელშემწყობი  პროგრამა. 2020 წლის 17-19 და 21-23 თებერვალს ბათუმის მასწავლებლის სახლში და ქობულეთის №1 საჯარო სკოლაში ბათუმის, ხელვაჩაურის და ქობულეთის სკოლების მასწავლებლებისათვის (20 მონაწილე) დაიგეგმა ტრენინგ-მოდული: „ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნა და განხორციელება“, 32 საკონტაქტო საათი, 1,5 კრედიტ-ქულა.
22 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ეკატერინე დგებუაძესთან ერთად აჭარის განათლების ფონდს ესტუმრა, ფონდის საქმიანობას გაეცნო და ტრენინგის მონაწილებსაც გაესაუბრა.
აღნიშნული ტრენინგ-მოდული შეიმუშავა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადმოეცა აჭარის განათლების ფონდს/ბათუმის მასწავლებლის სახლს.
ტრენინგზე განხორციელებული ჯგუფური აქტივობები დაეხმარება მონაწილეებს გააცნობიერონ ინკლუზიური განათლებისთვის გუნდური პრინციპით მუშაობის მნიშვნელობა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ჯგუფის ფორმირების პროცესისა  და  მისი განვითარების სტადიების შესახებ; გააცნობიერეს და  ისგ ჯგუფის წევრების როლი და პასუხისმგებლობები; ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა ისგ ჯგუფის ფორმირების და ფუნციონირებისთვის. 
მსმენელებმა ასევე შეისწავლეს ადაპტირებული გაკვეთილის სტრუქტურას და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები; ადაპტირებული გაკვეთილის არსი და მნიშვნელობა; გაეცვნენ სწავლების ეფექტიანი მეთოდებს: მულტისენსორული სწავლებას და კეთებით სწავლებას, კითხვის და წერის პროცესში მონაწილე სხვადასხვა მექანიმებს და მათი დისფუნქციის გავლენას წერისა და კითხვის პროცესებზე.
ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ინკლუზიური განათლების მიმართულების ტრენერები - ნინო მიქელაძე (ბათუმი) და დალი თურმანიძე (ქობულეთი).
16 თებერვალს ბათუმსა და ქობულეთში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ტრენინგებს მონიტორინგს ახორციელებდა ინკლუზიური განათლების მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია. ინკლუზიური განათლების ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.