ადრეული და სკოლამდელი განათლების ტრენერთა კონკურსი!!!

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს  7 ვაკანსიას ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენერის პოზიციაზე.

 

  • კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ აკადემიური უმაღლესი განათლება მინიმუმ ბაკალავრი (სასურველია განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური, ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით); ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი); ტრენერობის, ქოუჩინგის, ან ზრდასრულთა სწავლების გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);

 

  • კანდიდატების შერჩევა მოხდება სამ ეტაპად:

პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან ელექტრონულად შემოსული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად;

მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას საკონკურსო კომისიის წინაშე;

მესამე ეტაპზე კანდიდატმა წარმატებით უნდა გაიაროს აჭარის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებულ ტრენერთა ტრენინგი.

  • ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:

ლალი ლომთათიძე 

(დირექტორის  მოადგილე),

საკონტაქტო ტელეფონი: 599 94 04 66

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი

მისამართი: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა #121

  • კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/61051?active=1&fbclid=IwAR0ZjqimOFHjUrvl5aRsMMyqqYfyecSM5qQ3-G-Z2FAfK0Ag2pb6cOURzVo