ადრეული და სკოლამდელი განათლების ტრენერთა კონკურსი!

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) განმეორებით აცხადებს კონკურსს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენერის პოზიციაზე (7 ვაკანსია).

  • კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ:

  •  აკადემიური უმაღლესი განათლება მინიმუმ ბაკალავრი (სასურველია განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური, ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით);
  • ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
  • ტრენერობის, ან ზრდასრულთა სწავლების/კონსულტირების გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი).
  • კანდიდატების შერჩევა მოხდება სამ ეტაპად:

პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან ელექტრონულად შემოსული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად;

მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას საკონკურსო კომისიის წინაშე;

მესამე ეტაპზე კანდიდატმა წარმატებით უნდა გაიაროს აჭარის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებულ ტრენერთა ტრენინგი.

  • ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:

ლალი ლომთათიძე 

(დირექტორის  მოადგილე),

საკონტაქტო ტელეფონი: 599 94 04 66

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი

მისამართი: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა #121

 

  • კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/61263?active=1