ყურადღება! ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენერთა შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი!

კონკურსში მონაწილე კანდიდატების საყურადღებოდ!!!

 ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებელთა სახლის მიერ                 ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის კონკურსის მე-2 ეტაპი, გასაუბრება ჩატარდება 2020 წლის 1 აგვისტოს ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად საკონკურსო თემატიკის მიხედვით. 

კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში შემდეგ მისამართზე:  ქ. ბათუმი, ბაგრატიონის  ქუჩა #121, პირველი სართული, აუდიტორია №2.

კანდიდატი,  რომელიც არ გამოცხადდება დადგენილ დროს, მოიხსნება შესარჩევი კონკურსიდან.

მონაწილემ თან უნდა იქონიოს:

) პირადობის მოწმობა;

) საგანმანათლებლო პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი პორტფოლიო სერთიფიკატებით.

) ინდივიდუალური დაცვის საშუალება - ნიღაბი;

შენიშვნა:

დადგენილ დროს გასაუბრებაზე არგამოცხადების შემთხვევაში მოიხსნებით კონკურსიდან.

- კონკურსის ყველა მონაწილეს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი.

კონკურსის II ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულის საშუალებით...