ტრენერთა ტრენინგი Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) გამოცდილებისა და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, იგეგმება კრედიტების მოსაპოვებელი ტრენინგების გადმოცემა, რომლებიც წარიმართება დისტანციურად ონლაინ ფორმატში. 
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) უზრუნველყოფს პრაქტიკოს მასწავლებელთათვის ტრენინგების ჩატარებას ოთხი საგნობრივი მიმართულებებით: ქართული ენა და ლიტერატურა (1-6 კლ.), მათემატიკა (1-6 კლ.), ბუნებისმეტყველება, სპორტი. გადმოცემულ ტრენინგ-მოდულებს დისტანციურად ჩაატარებენ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის ( ბათუმის მასწავლებლის სახლის) გამოცდილი ტრენერები.   
24 და 25 აგვისტოს აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერებისათვის ჩატარდა ონ-ლაინ ტრენერთა ტრენინგი. ტრენინგი ჩაატარა  სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების პროგრამის კოორდინატორების ჯგუფის უფროსმა ნინო აფციაურმა.
ეს არის პირველი ტრენინგ-მოდული  „დისტანციური სწავლება Microsoft რესურსების გამოყენებით“, რომელიც წარმოადგენს წინაპირობას სხვა ტრენინგების გავლისათვის. 
ორივე დღეს ტრენინგის მიმდინარეობას ეცნობოდა აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე.
შემდეგ ტრენერები შეძლებენ გაიარონ ორი საგნობრივი ტრენინგ-მოდული საგნის სწავლა-სწავლების მეთოდიკაზე. 
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია და სტატუსის ასამაღლებლად დარჩენილი აქვთ 1-5 კრედიტ-ქულა, უფლება ექნებათ გაიარონ ტრენინგ-მოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ დარჩენილი 1-5 კრედიტ- ქულა 19 კრედიტ-ქულამდე შევსების მიზნით, რაც მათ მისცემს საშუალებას შეიცვალონ სტატუსი.
ტრენინგების გავლა შესაძლებელი იქნება Microsoft Teams-ის პლატფორმაზე, რაც შემდგომში მათ გაუიოლებს მოსწავლეებთან ონლაინ კომუნიკაციას.