მასწავლებელთა ელექტრონული უნარების განვითარების სასწავლო პროგრამა ქედის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებისათვის

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში იწყება მასწავლებლების ელექტრონული განათლების 7 თვიან სასწავლო პროგრამაში მიღება. სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ახმეტისა და ქედის მუნიციპალიტეტების სკოლის მასწავლებლებს, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს ინფორმაცია ინოვაციური სწავლების მეთოდების შესახებ და სასწავლო პროცესში დანერგოს ტექნოლოგიებისა და საგანმანათლებლო ელექტრონული პლატფორმების გამოყენება.

პროექტის “მასწავლებელთა ელექტრონული უნარების განვითარების ინიციატივა” მიზანია ახმეტისა და ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების მასწავლებლების გაძლიერება, სასწავლო პროცესში ელექტრონული რესურსებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვა და მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოს შექმნა.

მასწავლებლების ელექტრონული განათლების 7 თვიან სასწავლო პროგრამის ფარგლებში მასწავლებლები მიიღებენ მეტ ინფორმაციას საგანმანათლებლო ელექტრონული პლატფორმების, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომისა და სხვა საერთაშორისო მიდგომებზე. პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ განათლების ექსპერტების დახმარებით შექმნან თანამედროვე საგაკვეთილო გეგმები, კომუნიკაცია დაამყარონ ამერიკელ მასწავლებლებთან და შეიტყონ მეტი ინფორმაცია ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის შესახებ.

სასწავლო პროგრამა დაიწყება 2020 წლის ნოემბერში და დასრულდება 2021 წლის მაისში. საგანმანათლებლო სესიები ჩატარდება ახმეტასა და ქედაში, ყოველ 3 კვირაში ერთხელ. (არასამუშაო დღეებში). პარალელურად, პროგრამის მონაწილე მასწავლებლების 7 თვის განმავლობაში მენტორობას გაუწევენ განათლების სფეროს ექსპერტები, რათა შეძლონ შესწავლილი ინფორმაციის საკლასო ოთახებში დანერგვა.

თითოეული სამიზნე მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 15 მასწავლებელი (სულ 30).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით:

მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

P.S. ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, შესაძლოა პირველ ეტაპზე სასწავლო პროგრამა დაიწყოს დისტანციურ რეჟიმში.

პროექტის ფეისბუქ გვერდი:

https://www.facebook.com/GoDigitalGeorgia/

პროექტის სარეგისტრაციო ფორმის ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdM77C00KAPy0bwU7pzG0b7U9Dbt-

WQfUPxMGtUAhkPTk9ngQ/viewform