ყურადღება! რეგისტრაცია ვებინარულ ტრენინგზე: “დისტანციური სწავლება Microsoft სერვისების გამოყენებით “

აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს რეგისტრაციას ვებინარულ ტრენინგზე: “დისტანციური სწავლება  Microsoft სერვისების გამოყენებით“ აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისთვის.

აღნიშნული ტრენინგი დაეხმარება ყველა მასწავლებელს, უკეთ გაართვას თავი მოსწავლეებთან დისტანციურ სწავლებას, გაუიოლებს მოსწავლეებთან ონლაინ-კომუნიკაციას და ასევე შეძლებენ დააგროვონ საჭირო კრდ/ქულა!

ტრენინგის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ტრენინგ-მოდულის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები:

შეძლებენ ციფრული რესურების მორგებას როგორც საგაკვეთილო, ისე ვებინარული საჭიროებებისათვის;

შეძლებენ პროგრამა Microsoft Teams-ის გამოყენებით ტექნიკურად გამართული გაკვეთილების /ვებინარების ჩატარებას;

Microsoft Teams, Microsoft One Drive, Microsoft Stream, Microsoft Class Notebook, Microsoft Forms, Microsoft White Board პროგრამების გამოყენებას სასწავლო მიზნებისათვის.

ხანგრძლივობა და კრედიტქულები:

8 საკონტაქტო საათი ონლაინ ფორმატში და 17 არასაკონტაქტო საათი.

ECTS - 1 კრედიტი.

მონაწილეთა შეფასების სისტემა და კრედიტის გაცემის პირობები:

იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი და მოიპოვოს  1 კრედიტქულა, უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

 დაესწროს ტრენინგის 80%-ს

გამოაგზავნოს ტრენინგის შემდგომი დავალება

რეგისტრაცია:

  გადადით ბმულზე:  http://aef.ge/?act=app_teacher

წერტილით მონიშნეთ მიმართულება:  ქიმია, ბიოლოგია/ფიზიკა, მათემატიკა/ინკლუზიური განათლება/ისტი

შეავსეთ განაცხადი და გამოგზავნეთ!

ადგილები შეზღუდულია!