ტრენერთა ტრენინგი სკოლამდელი განათლების ტრენერებისათვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ბათუმის მასწავლებლის სახლში გრძელდება სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენერთა ტრენინგი.

2020 წლის 13 – 22 თებერვალს „Zoom“-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა 18-საათიანი ონლაინ ტრენინგი თემაზე: „საგანმანათლებლო პროცესი საბავშო ბაღში“.

მოდული მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა თამაშის მნიშნელობა საბავშო ბაღში საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისას, საგანმანათლებლო პროცესის გაძღოლის გზები, პროცესის ეფექტური დაგეგმვა და შეფასება. 

ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სკოლამდელი განათლების ტრენინგ-მოდულების ავტორმა - ნინო ჯიჯავაძემ.

ტრენინგში მონაწილეობდნენ ტრენერთა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები.