„თიმსის“ ტრენინგი ტრენერებისა და თანამშრომლებისათვის

 ✅ 2021 წლის 1 მარტს დაიწყო რეგისტრაცია მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე, როგორც პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის, ისე მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის და სპეცმასწავლებლებისთვის.

✅  აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) გეგმავს მხარი დაუჭიროს აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებს და ჩაატაროს მათთვის მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისათვის მოსამზადებელი ტრენინგები დისტანციურად, Microsoft სერვისების გამოყენებით.

✅  2021 წლის 20-22 და 27-28 თებერვალს, აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ყველა მიმართულების ტრენერებისათვის ორ ჯგუფში (11:00-13:00 სთ. // 13:30-15:30 სთ.) დაგეგმა და ჩაატარა ვებინარული ტრენინგი - “დისტანციური სწავლება  Microsoft სერვისების გამოყენებით“; 8 საკონტაქტო საათი ონლაინ ფორმატში და 17 არასაკონტაქტო საათი.

✅ ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: Microsoft Teams, Microsoft One Drive, Microsoft Stream, Microsoft Class Notebook, Microsoft Forms, Microsoft White Board პროგრამების გამოყენება სასწავლო მიზნებისათვის.

 ✅ ტრენინგებს წყვილში ატარებდნენ ისტის მიმართულების ტრენერები - გვანცა სალია და ნათია ცინცაძე.

✅ ტრენინგში ასევე მონაწილეობდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე, საგნობრივი მიმართულების კოორდინატორები: თინათინ ციცხვაია, ირმა მახარაძე, ხატია ბერიძე, გიული მიქელაძე და  განათლების ფონდის IT მენეჯერი - გიორგი იმნაიშვილი.

✅ აღნიშნული ტრენინგი დაეხმარება ყველა მონაწილეს უკეთ დაგეგმოს თავისი პროფესიული საქმიანობა, წარმატებით გაართვას თავი მასწავლებლებისათვის საგნობრივი ტრენინგების დისტანციურად ჩატარებას და მიიღოს საჭირო კრდ/ქულა.