ონლაინ ტრენინგი ტრენერებისათვის: „ბავშვზე დაკვირვება“

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ბათუმის მასწავლებლის სახლში დასრულდა სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენერთა შესარჩევი კონკურსის მე-3 ეტაპი - ტრენერთა ტრენინგი. 
2020 წლის 25 თებერვლიდან  - 7 მარტის ჩათვლით „Zoom“-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა 18-საათიანი ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ბავშვზე დაკვირვება“.
 აღნიშნული მოდული მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ბავშვზე დაკვირვების პრინციპები, დაკვირვების ფორმები, დაკვირვების ჩანაწერების ანალიზი, საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, პორტფოლიოს წარმოება.
ტრენერთა ტრენინგს ატარებდა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სკოლამდელი განათლების ტრენინგ-მოდულების ავტორი - ნინო ჯიჯავაძე.
ტრენინგში მონაწილეობდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენერთა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები: მზია სალაძე, თინათინ გიორგაძე, რიტა ნაკაშიძე, ქეთევან კვაჭანტირაძე და ირმა გივრაძე.