ახალი სასწავლო ეტაპი თურქული ენის უფასო შემსწავლელ კურსზე

ახალი ეტაპის  ფარგლებში, 2021 წლის 17 მარტიდან, დაიწყო სასწავლო პროცესი თურქული ენის უფასო შემსწავლელ კურსზე რეგისტრირებულ მსმენელთათვის. აღნიშნულ კურსზე, შეიქმნა პირველი და მეორე საფეხურის ჯგუფები (A1- დამწყები, A2 -ელემენტარული, საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით). სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურ ფორმატში, “Zoom” ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. საერთო ჯამში, 2020-2021 წლის პერიოდში თურქული ენის უფასო შემსწავლელ კურსზე, უკვე მესამედ მოხდა ახალი ჯგუფების დაკომპლექტება დისტანციურად სწავლების რეჟიმში.

თურქული ენის უფასო შემსწავლელ კურსს ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდი“, ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის საკონსულოს მხარდაჭერით, 2012 წლიდან ახორციელებს, და მას უძღვებიან საკონსულოს მიერ წარდგენილი თურქი პედაგოგები. აღნიშნულ კურსზე სწავლება მოიცავს სამ საფეხურს (A1, A2, B1). სწავლების ხანგრძლივობა თითოეულ საფეხურზე შეადგენს 3 თვეს. B1 – საშუალო საფეხურის დასრულების შემდეგ, როდესაც მსმენელი ხდება ენის დამოუკიდებელი მომხმარებელი, გაიცემა სერტიფიკატი.