ახალი სასწავლო ეტაპი აფხაზური ენის უფასო შემსწავლელ კურსზე

ახალი ეტაპის  ფარგლებში, 2021 წლის 16 მარტიდან, განახლდა სასწავლო პროცესი აფხაზური ენის უფასო შემსწავლელ კურსზე რეგისტრირებულ მსმენელთათვის (სსიპ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები). აღნიშნულ კურსზე, შეიქმნა პირველი და მეორე საფეხურის ჯგუფები (A1- დამწყები, A2 -ელემენტარული, საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით).

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, აფხაზური ენის უფასო შემსწავლელ კურსს ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდი“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლისა და სსიპ - ქალაქ ბათუმის №14 საჯარო სკოლის მხარდაჭერით, 2017 წლიდან ახორციელებს. აფხაზური ენის სასწავლო კურს ძირითადად ეუფლებიან ზემოთ აღნიშნული სკოლის მოსწავლეები.  ამჟამად აფხაზური ენის სასწავლო პროგრამა   მოიცავს ორ საფეხურს (A1, A2). სწავლების ხანგრძლივობა თითოეულ საფეხურზე შეადგენს 4 თვეს. მეორე საფეხურის (A2) დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.