"Zoom" -ის ტრენინგი ტრენერებისა და თანამშრომლებისათვის

  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დასრულდა ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენერთა შესარჩევი კონკურსი, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელდა.

         COVID-19 ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) გეგმავს აღმზრდელ-პედაგოგებისათვის ტრენინგების ჩატარებას „Zoom“-ის პლატფორმაზე, რადგანაც საჯარო სკოლებისაგან განსხვავებით, სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებს „Teams“ - ზე წვდომა არა აქვთ.

ამ მიზნისათვის, ჩვენი ორგანიზაციის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების ტრენერების, გვანცა სალიასა და ნათია ცინცაძის დახმარებით შეიქმნა  ვებინარული (ონ-ლაინ) ტრენინგ-მოდული „ZOOM -ის პლატფორმის გამოყენების შესახებ.

         2021 წლის 27-28 მარტს ჩატარდა ვებინარული ტრენინგ-მოდული - „Zoom პლატფორმის გამოყენება სასწავლო მიზნებისათვის" ფონდის ტრენერებისა და თანამშრომლებისათვის. მოდული მოიცავს 5 საკონტაქტო (ვებინარულ) და 8 არასაკონტაქტო საათს (ორი სატრენინგო დღე, დღეში 2,5 სთ.) 

         ტრენინგზე განხილული იყო საკითხები: Zoom-ის გადმოწერა-ინსტალაცია, რეგისტრაცია, პარამეტრების მართვა; Zoom ში ტრენინიგის/მეცადინეობის დაგეგმვა; კალენდარის მართვა, ბმულის მიწოდების ხერხები; Zoom-ში ეკრანის გაზირებია, ემოციები, თეთრი დაფა, პრეზენტაციის მართვა; აუდიო-ვიდეო მასალების გაზიარება ხმით; მსმენელთა ნებართვები; Zoom-ში ოთახების შექმნა; ოთახებში მონაწილეთა გადანაწილება. ჩანაწერის გაკეთება; ფაილების გაგზავნა/ მიღება; ჩეთის და არხების მართვა; Google Forms-ში ტესტის/გამოკითხვის შექმნა. ბმულის მიწოდება,  უკუკავშირის შეგროვება.      

         ტრენინგ-მოდულის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები: შეძლებენ ციფრული რესურების მორგებას როგორც საგაკვეთილო, ისე ვებინარული საჭიროებებისათვის;შეძლებენ პროგრამა  Zoomის გამოყებით ტექნიკურად გამართული გაკვეთილების /ტრენინგების ჩატარება; Zoom აპლიკაციისა და Google Forms პროგრამის გამოყენებას სასწავლო მიზნებისათვის.   

         აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ: სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენერთა შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულები, აჭარის განათლების ფონდის სახელმწიფო და უცხო ენების უფასო კურსების პედაგოგები (ამ პლატფორმას ისინი ონლაინ სწავლებისას იყენებენ) და ფონდის ადმინისტრაციის წევრები.