ყურადღება! რეგისტრაცია ტრენინგზე: „დაწყებითი საფეხურის (I – IV კლ.) მასწავლებელთა ინტეგრირებული საგამოცდო კურსი“

აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი აცხადებს რეგისტრაციას I-IV კლასის მასწავლებელთა საგამოცდო ტრენინგზე: „დაწყებითი საფეხურის (I – IV კლ.) მასწავლებელთა ინტეგრირებული საგამოცდო კურსი“. 
ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა: 18 საკონტაქტო (ვებინარული) საათი (6 დღე, დღეში 3 საათი).
ტრენინგი განკუთვნილია აჭარის კერძო და საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და იმ მაძიებლებისათვის, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან 2021 წლის საგნობრივ გამოცდაზე. 
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. 
ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი.
ტრენინგზე მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ ელექტრონულად, მიმდინარე წლის 12 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით. 
სავალდებულოა, გამოცდაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა!

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს...
https://forms.gle/kwRp3gmaJaTFNULf6
გისურვებთ წარმატებას!