I-IV კლასების მასწავლებელთა საგამოცდო ტრენინგები დასრულდა

➡ ბათუმის მასწავლებლის სახლში დასრულდა მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ტრენინგები I – IV კლასების მასწავლებელებისათვის, რომლებიც დარეგისტრირებული არიან გამოცდაზე. 
➡ 2021 წლის 4-5-6 და 11-12-13 ივნისს „თიმსის“ პლატფორმაზე  დაიგეგმა ტრენინგი მსმენელთა სამი ახალი ჯგუფისათვის. ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობა იყო: დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე შეფასებისა და გამოცდების  ეროვნულ ცენტრში.
➡ ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები:  დალი თურმანიძე, ნინო ვაშალომიძე და ნინო მალაზონია. 
➡ ინტეგრირებული ვებინარული ტრენინგ-მოდული: „დაწყებითი საფეხურის (I – IV კლ.) მასწავლებელთა ინტეგრირებული საგამოცდო კურსი“ (I-IV კლ.) მოიცავს 18 საკონტაქტო საათს და მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.
➡ ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ინტეგრირებული გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას სამივე მიმართულებით: ქართული ენა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება. 
➡ ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით მსმენელებმა დაადგინეს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი. ასევე დახვეწეს ტესტის შევსების ტექნიკა და შეძლენ საგნობრივი ცოდნის მობილიზება.
➡ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.