საგნობრივი ტრენინგი ბუნებისმეტყველების უსტატუსო მასწავლებლებისათვის

✅ 2021 წლის  5-6 ივნისს და 12-13 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში  აჭარის დაიგეგმა და ჩატარდა საგნობრივი ტრენინგი უსტატუსო (პრაქტიკოსი) ბუნებისმეტყველების პედაგოგებისა და პროგრამაში ჩართული მაძიებლებისათვის: „ბუნებისმეტყველების ზოგადი კურსი“.

✅ ტრენინგს წყვილებში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თამილა თალაკვაძე და მზია სალაძე.

✅ ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 16 საკონტაქტო საათი, 8 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულის მიზანია: მასწავლებლობის მაძიებლები გაეცნონ ბუნებისმეტყველების სწავლების თანამედროვე მეთოდიკასა და სწავლების სტრატეგიებს; მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ბუნებისმეტყველების სტანდარტს; თემატური მატრიცისა და კომპლექსური დავალებების შედგენის პრინციპებს; აიმაღლონ საგნობრივი კომპეტენცია დაწყებით საფეხურზე ცოცხალი ბუნების მრავალფეროვნების, ორგანიზმების აგებულებისა და ცხოვრების თავისებურებების შესახებ; ასტრონომიის და  ფიზიკური გეოგრაფიის, სხეულებისა და მათი შემადგენელი მასალების/ნივთიერებების თვისებების შესახებ სწავლების  მიმართულებით. გაეცნონ ქიმიის და  ფიზიკის ელემენტარული კონცეფციებს და ტერმინოლოგიას.

✅ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: საგნობრივი კომპეტენციის ამაღლებას შემდეგი მიმართულებით : ცოცხალი სამყარო; დედამიწა და გარე სამყარო; ნივთიერებები და სხეულები; ბუნებისმეტყველების მეთოდიკისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენებით აქტივობების დაგეგმვას მიმართულების“ცოცხალი სამყარო“, „დედამიწა და გარე სამყარო“-ს და „სხეულები და მოვლენები“-ს სწავლებისას; თემატური მატრიცისა და კომპლექსური დავალებების შედგენის პრინციპების გამოყენებით აქტივობების შერჩევას.

✅ მოდულის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე მოიპოვებს 2 კრედიტქულას.

✅ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე.