ტრენინგები ქიმიისა და ბიოლოგიის უსტატუსო მასწავლებელთათვის

✅ 2021 წლის 5-6 ივნისსა და 12-13 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები ქიმიისა და ბიოლოგიის უსტატუსო მასწავლებელთათვის. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 16 საკონტაქტო საათი, 8 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულს: „ზოგადი კურსი ქიმიის მასწავლებლებისთვის - ფიზიკური ქიმია სქემებსა და ცხრილებში“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნუკრი კობახიძე.

ქიმიის ტრენინგ-მოდულის მიზანია: მისცეს მონაწილეებს საჭირო საგნობრივი და პედაგოგიკური ცოდნა ქიმიის საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული საკვანძო თემების სწავლებისათვის.

✅ ტრენინგ-მოდულს: „ბიოლოგიის ზოგადი კურსი - ძირითადი საგნობრივი და მეთოდური ორიენტირები“,  ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნანა ვარდმანიძე.

ბიოლოგის ტრენინგ-მოდულის მიზანია: მისცეს მონაწილეებს ძირითადი საგნობრივი და პედაგოგიური ცოდნა ბიოლოგიის სტანდარტში გათვალისწინებული თემების, ციტოლოგიის, გენეტიკის, ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის, ევოლუციისა და ეკოლოგიის სწავლებისათვის.

✅ ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე მოიპოვებს 2 კრედიტქულას.

✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.