საგნობრივი ტრენინგები სპორტის პრაქტიკოსი და მაძიებელი მასწავლებლებისათვის

➡ 2021 წლის 29-30 მაისსა და 5-6 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი სპორტის პრაქტიკოსი და მაძიებელი მასწავლებლების პირველი ჯგუფისათვის: „ზოგადი კურსი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებისთვის“.
➡ 2021 წლის 8-13 ივნისს კი ჩატარდა ტრენინგი სპორტის პრაქტიკოსი და მაძიებელი მასწავლებელთა მეორე ჯგუფისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 16 საკონტაქტო საათი, 8 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡ ორთავე ჯგუფში ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - გივი კერესელიძე.
➡ ტრენინგ-მოდულის მიზანია: მასწავლებლობის მაძიებლები გაეცნონ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდიკას; ტრენინგი დაეხმარება მასწავლებლობის მაძიებლებმა გაიუმჯობესონ საგნობრივი კომპეტენცია, განსაზღვრონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები.
➡ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: დააკავშირონ ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი პრინციპები ბავშვისა და მოზარდის ფიზიკურ განვითარებასთან; ეცოდინებათ მოტორული უნარ-ჩვევების საფუძვლები და ბავშვის ფიზიკური განვითარების ასაკობრივი თავისებურებები; დაეუფლებიან ფიზიკური თვისებების განმავითარებელ ვარჯიშთა კომპლექსების შედგენას; შეძლებენ უსაფრთხოების დაცვას ფიზიკური არზრდისა და სპორტის გაკვეთილზე, ტრავმების პროფილაქტიკას და პირველადი დახმარების გაწევას მსუბუქი ტრავმების დროს.
➡ მოდულის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე მოიპოვებს 2 კრედიტქულას.
➡ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.