შეხვედრა STEAM საგნების პოპულარიზაციის მიზნით

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს სკოლებში STEAM საგნების პოპულარიზაციისა და STEAM პროექტებით სწავლების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრებსა და სხვადასხვა აქტივობებს.

2021 წლის 26- 27 ივნისს საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აჭარას ვიზიტით ეწვია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და ექსპერტთა ჯგუფი.

ეროვნული ცენტრისა და ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტები შეხვდნენ როგორც დაწყებითი საფეხურის, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურის STEAM საგნების მასწავლებლებს შერჩეული სკოლებიდან. სულ მუშაობდა რვა სამუშაო ჯგუფი, 25-25 მსმენელი.

შეხვედრები ჩატარდა ბათუმის №20 და ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლებში. ექსპერტებმა პედაგოგებს გააცნეს STEAM პროექტებით სწავლების პრინციპები; მოხდა პროექტებით სწავლების დემონსტრირება ბათუმის მაწავლებლის სახლის ტრენერებისა და მასწავლებელთა ჩართულობით.

ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით რამდენიმე ჯგუფის მუშაობას უძღვებოდნენ ბათუმის მაწავლებლის სახლის ტრენერები - ნუკრი კობახიძე და თალიკო ჯაყელი (ქიმია), ხათუნა ლომაძე (ხელოვნება).

ვიზიტის ფარგლებში ასევე განხორციელდა სამუშაო შეხვედრა აჭარის  სკოლის დირექტორებთან, რომელთაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ და "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთა ეროვნული სკოლის" მენეჯერმა გააცნეს ცენტრის მიერ  დაგეგმილი სიახლეები. სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ   სამიზნე აუდიტორიის წარმომადგენლებთან ჩატარდა ფოკუს ჯგუფები.

 აჭარის განათლების ფონდის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დარსებიდან დღემდე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ორგანიზაციის მთავარი პარტნიორია.