ბათუმის მასწავლებლის სახლში დასრულდა TEAMS-ის ტრენინგების მეორე ეტაპი

➡ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დასრულდა ვებინარული ტრენინგების: “დისტანციური სწავლება Microsoft სერვისების გამოყენებით“  მეორე ეტაპი.

➡ აღნიშნული ტრენინგ-მოდული  აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადმოეცა აჭარის განათლების ფონდს. მოდულის ხანგრძლივობა არის: 8 საკონტაქტო საათი ონლაინ ფორმატში და 17 არასაკონტაქტო საათი.

➡ მოდული დაეხმარება ყველა მონაწილეს დაგეგმოს თავისი პროფესიული საქმიანობა: გაუიოლდეს მოსწავლეებთან ონლაინ-კომუნიკაცია, მიიღოს საჭირო 1 კრდ/ქულა, წარმატებით გაართვას თავი მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ტრენინგებს დისტანციურად.

➡ 2021 წლის 21-24 ივნისს TEAMS-ის პლატფორმაზე დაიგეგმა და ჩატარდა ვებინარული ტრენინგები აჭარის სკოლების პედაგოგების ორი ჯგუფისათვის.

➡ ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ისტის მიმართულების ტრენერები: გვანცა სალია და თენგიზ გათენაძე.

➡ ტრენინგზე განიხილული იყო საკითხები: Microsoft Teams, Microsoft One Drive, Microsoft Stream, Microsoft Class Notebook, Microsoft Forms, Microsoft White Board პროგრამების გამოყენება სასწავლო მიზნებისათვის.

➡ ტრენინგის მიმდინარეობას დისტანციურად აკვირდებოდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი -  თინათინ ციცხვაია.