მეთინ იაქართაშის წარმატებული ხუთი წელი აჭარის განათლების ფონდში

აჭარის განათლების ფონდი უცხო ენების სწავლებას 2012 წლიდან ახორციელებს. საინტერესო და ნაყოფიერი გახლდათ მეთინ იაქართაშის თურქული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები, რომელსაც აღნიშნული დაწესებულების მსმენელებთან ხუთი წლის განმავლობაში წარმატებით ნერგავდა. პანდემიის მძვინვარების პერიოდში დისტანციური სწავლება მიმდინარეობდა on line პლატფორმა zoom – ის გამოყენებით.

შეგახსენებთ, რომ  აჭარის განათლების ფონდის ვებ გვერდზე  (aef.ge) რეგისტრაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ახალი ჯგუფების მიღება იგეგმება 2021 წლის სექტემბრის თვეში.