სკოლამდელი განათლების ტრენინგები ქედასა და ქობულეთში

➡ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგებს.

➡ 18-20;  25- 27 ივნისს ქედისა და ქობულეთის სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერებისათვის დაიგეგმა 1-ლი ტრენინგ მოდული: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები: პრინციპები, მიმართულებები და მეთოდოლოგიური საკითხები“, რომელიც „ზუმის“ პლატფორმაზე ჩატარდა.

მოდული მოიცავს 18 საკონტაქტო და 30 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.

➡ 1-ლი მოდულის თემატიკაა: სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა; ხარისხიანი ადრეული განათლების პრინციპები; ადრეული განათლების სფეროს მარეგულირებელი დოკუმენტები; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის სტრუქტურა და ძირითადი პრინციპები; ადრეული განათლების კურიკულუმები; თამაშის როლი ადრეულ განათლებაში; ჯგუფში სივრცის მოწყობის ეფექტური მახასიათებლები და სხვა.

➡ 2021 წლის 2-4 და 9-11 ივლისს ქედისა და ქობულეთის სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერებისათვის ჩატარდა მე-2 ტრენინგმოდული: ბავშვის განვითარება“, რომელიც „ზუმის“ პლატფორმაზე ჩატარდა.

მოდული მოიცავს 18 საკონტაქტო და 31 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.

➡ ონლაინ ტრენინგს წყვილებში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ქეთევან კვაჭანტირაძე და ირმა გივრაძე (ქედა); თინათინ გიორგაძე და რიტა ნაკაშიძე (ქობულეთი).

➡ ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: საგანმანათლებლო პროცესი საბავშვო ბაღში; თამაში, როგორც საგანმანათლებლო პროცესის განხორციელების მთავარი საშუალება; თამაშის ტიპები; აღმზრდელის როლის განსაზღვრა საგანმანათლებლო პროცესში; პოზიტიური დისციპლინა; მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობის სპეციფიკა; ტრანზიციისა და რუტინის როლი; საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა; საგანმანათლებლო პროცესის შეფასება.

➡ ტრენინგის  მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე და სკოლამდელი განათლების მიმართულების კოორდინატორი -  ხატია ბერიძე.

➡ სკოლამდელი განათლების ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებისათვის.