ტრენინგები ისტორიის უფროსი მასწავლებლებისათვის

 აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

 2021 წლის 3-12 და 7-16 ივისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ისტორიის მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის.

 ტრენინგ -წყაროების გამოყენება ისტორიის სწავლებისას“, ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნიკოლოზ იმედაიშვილი და კახაბერ ჩაკვეტაძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

მოდულის მიზანია: მასწავლებელების მიერ განსხვავებული ტიპის წყაროების გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე.

  ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: გაანალიზონ როგორც ვიზუალური, ასევე წერილობითი წყაროები; რომელიმე ისტორიული პროცესის/მოვლენის რეტროსპექტულად დანახვას; საქართველოში განვითარებული ისტორიული პროცესების განხილვას ზოგად ისტორიულ კონტექსტში გაანალიზებას.

  იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 80%-ს.

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

 ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - გიული მიქელაძე.

➡აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის უფროსი მასწავლებლისათვის.