გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ტრენინგები

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დაიწყო ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებლებისათვის.

2021 წლის 7-16 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის გეოგრაფიის მოქმედი მასწავლებლებისათვის.

ტრენინგ-მოდულს:გეოგრაფიული წიგნიერება: ციფრული რესურსების  და გეოგრაფიული წყაროებისა გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისას“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ლუიზა რევიშვილი.

ტრენინგის მიზანია მასწავლებლები: გაეცნონ გეოგრაფიული წყაროების გამოყენების  მნიშვნელობას   და სტრატეგიებს გეოგრაფიის  სწავლებისას და კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას; გაეცნონ სწავლებისათვის სასარგებლო გეოგრაფიულ ინტერნეტ-ინსტრუმენტებს და  ელექტრონული რუკების - პროგრამების  Google Earth -ისა  (გუგლ დედამიწა) და https://mapmaker.nationalgeographic.org/ -ის გამოყენებას; შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რათა   მოსწავლეებს განუვითარონ გეოგრაფიული წიგნიერება და  სწავლა-სწავლების პროცესი  გახადონ სახალისო, საინტერესო,  ეფექტიანი და  მოსწავლეებმა   შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; კომპიუტერული პროგრამების გამოყენება საგნის სწავლებისას.

✅ 2021 წლის 10-19 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის სამოქალაქო განათლების მოქმედი მასწავლებლებისათვის.

ტრენინგ-მოდულს: „მშვიდობის სწავლება - სამშვიდობო პროცესები”,  ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნინო ტავლალაშვილი.

მოდულის თემატიკა: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და გაეროს საერთაშორისო სასამართლო; ევროპის კავშირი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო; მიგრაციის თანამედროვე გამოწვევები; იძულებით გადაადგილებული პირები; ადამიანებით ვაჭრობა - ტრეფიკინგი; ექსტრემიზმი, რადიკალიზაცია და ტერორიზმი; საქართველო სამშვიდობო და ჰუმანიტარულ მისიებში; მოქალაქეობის სწავლების როლი სამშვიდობო პროცესებში; სამშვიდობო პროცესების სწავლება საბაზო საფეხურზე.

ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 80%-ს.

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - გიული მიქელაძე. ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის უფროსი მასწავლებლისათვის.