ტრენინგი “Golabz პროგრამის გამოყენება ფიზიკის სწავლებაში"

➡ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) უწყვეტად მიმდინარეობს ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

2021 წლის 10-19 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკის მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

ტრენინგ-მოდულს: “Golabz პროგრამის გამოყენება ფიზიკის სწავლებაში“, ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ქეთევან ბასილაძე და ნატო ზამთარაძე.

აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია მასწავლებლები: გაეცნონ Golabz პროგრამას და მის შესაძლებლობებს; გაეცნონ Golabz პროგრამის ხელსაწყოების საშუალებით სხვადასხვა კვლევითი ამოცანების შექმნის ხერხებს; გაეცნონ Golabz პროგრამის საშუალებით შექმნილი კვლევითი ამოცანების გამოყენებით კომპლექსური დავალებების შექმნის მეთოდიკას.

ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ Golabz პროგრამაში შექმნილი კვლევითი ამოცანების გამოყენებას სასწავლო პროცესში.

➡ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 80%-ს

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%

ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.