ტრენინგი უფროსი მასწავლებლებისათვის - „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

✅ 2021 წლის 3-12 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა მდგრადი განვითარებისთვის  ხელშეწყობის ტრენინგი უფროსი მასწავლებელთათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

ტრენინგ-მოდულს: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის - სწავლებაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვაატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ლუიზა რევიშვილი.

ტრენინგ-მოდულის მიზანია: მასწავლებლებმა შეძლონ მდგრადი განვითარების ჩართვა სწავლებაში, სასწავლო პროგრამაში და აამაღლონ მოსწავლეთა ცნობიერება, მათი კომპეტენციები მდგრადობის მიმართულებით. დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები, კომპლექსური დავალებები, პროექტები აღნიშნულ თემაზე.

ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: მდგრადი განვითარების ინტეგრირებას სასწავლო პროგრამაში, ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაში; სისტემურად გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ბუნებრივი და ანთროპოგენური მიზეზების გაანალიზებას და შედეგების მოდელირებას; ონლაინ აპლიკაციების და მწვანე კალკულატორების გამოყენებას; იმ ღონისძიებათა ერთობლიობაზე მსჯელობას, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება გლობალურ დონეზე ახორციელებს; სკოლაში მდგრადი განვითარების ერთიანი სასკოლო მიდგომის შემუშავებას და თემატიკის სწავლების პროცესში ინტეგრირებას; შესაბამისი პროექტების დაგეგმვის გზით მდგრადობის მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, მათი კომპეტენციების განვითარებას.

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.