ქართული ენის უფროს მასწავლებელთა ტრენინგების II ეტაპი

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგების II ეტაპი. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ 2021 წლის 3-12 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მოქმედი მასწავლებლების ახალი ჯგუფისათვის. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „ქართული ლიტერატურის სწავლების აქტუალური საკითხები (ქართული ლიტერატურა  მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში; კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში)“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი რუსუდან ნადარეიშვილი.
✅ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: ლიტერატურული პროცესების ანალიზი, ქართული ლიტერატურის სხვადასხვა ეპოქის ნიმუშების გააზრება მსოფლიო ლიტერატურული პროცესების ჭრილში; კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიების ეფექტიანობის ანალიზი და პრაქტიკასთან მათი დაკავშირება.
✅ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: ბიბლიური ალუზიების  ახსნას დავით გურამიშვილის „დავითიანში“, მის ანალიზს შუასაკუნეობრივი ესთეტიკის ჭრილში; მოსწავლეებისათვის ამ საკითხების მიწოდების გზებზე მსჯელობას; რომანტიზმის ნიშნების იდენტიფიცირებას ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში; მსოფლიო რომანტიზმის წარმომადგენლების ნაწარმოებებთან  ლიტერატურულ პარალელებზე მსჯელობას; ამ საკითხების მოსწავლეებისათვის მიწოდების გზებზე მსჯელობას; მეოცე საუკუნის დასაწყისის ლიტერატურული პროცესების დახასიათებას; ცისფერყანწელთა შემოქმედების, გალაკტიონის პოეზიისა ნიმუშებისა და ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოების - „შელოცვა რადიოთი“ - ანალიზს მსოფლიო ლიტერატურული ტენდენციების ჭრილში; ამ საკითხების მოსწავლეებისათვის მიწოდების გზებზე მსჯელობას; ტრენინგზე დამუშავებულ საკითხებზე კომპლექსური დავალებების იდეების გენერირებას; კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული მეთოდების ეფექტიანობის ანალიზს.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.