ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ტრენინგები უფროსი მასწავლებლებისათვის

➡  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგების მეორე ეტაპი. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

➡  2021წლის 3-12 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ინკლუზიური განათლების ტრენინგები  უფროსი მასწავლებელის სტატუსის მქონე ნებისმიერი საგნის მასწავლებლის ორი ჯგუფისათვის. ტრენინგ-მოდულს: „ინკლუზიური განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართული უფროსი მასწავლებლებისათვის“ ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თამარ გოგიშვილი, დალი თურმანიძე და ნინო მიქელაძე.

➡  აღნიშნული ტრენინგ-მოდული ემსახურება უფროსი მასწავლებლის პროფესიულ  გაძლიერებას  ინკლუზიური განათლების მიმართულებით. მოდულში   არსებული საკითხები ფარავს ინკლუზიურ განათლებაში მოსწავლის ჩართვის ციკლსა   და მოსწავლესთან მუშაობის სისტემურ პროცედურებს.

ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართულობის მხარადჭერას; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირებას; სწავლების პროცესში უნივერსალური სასწავლო დიზაინის გამოყენებას; სსსმ მოსწავლის პროგრესის შეფასებას; სპეციფური სწავლების სტრატეგიების გამოყენეას,  საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვას და სასწავლო მასალის ადაპტაციას სსსმ მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად; საკლასო მენეჯმენტს, პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას.

➡  იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

➡ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.