მათემატიკის (7-12) უფროს მასწავლებელთა ტრენინგების II ეტაპი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგების მეორე ეტაპი. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

2021 წლის 3-12 სექტემბერს და 15-19 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი საბაზო-საშუალო საფეხურის მათემატიკის უფროსი მასწავლებლების მეორე ჯგუფისათვის. ტრენინგ-მოდულს: „საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების აქტუალური საკითხები“ - ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი როინ ნაკაიძე.

ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლებისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები შემდეგ საკითხებში: გამჭოლი კომპეტენციების ფორმირება მათემატიკური შინაარსის დავალებებზე მუშაობისას; მათემატიკის საბუნებისმეტყველო საგნებთან ინტეგრირების დაგეგმვა; კომპიუტერული პროგრამების - GeoGebra, Desmos გამოყენება სწავლების პროცესში; ისტ-ის გამოყენება მოსწავლეთა შეფასების, თანამშრომლობითი სწავლების და დიფერენცირებული სწავლების მიზნით; ისტ-ის გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე დიფერენცირებული სწავლების პედაგოგიური მიდგომების რეალიზაციის მიზნით; ისტ-ის გამოყენება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების პედაგოგიური მიდგომების რეალიზაციის მიზნით.

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.