ქართული ენის წამყვანი მასწავლებლების ტრენინგები დასრულდა

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) სრულდება ტრენინგები სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2021 წლის 27-30 სექტემბერს, 1 და 3 ოქტომბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „ქართული ლიტერატურის სწავლების აქტუალური საკითხები (ქართული ლიტერატურა  მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: თინათინ გიორგაძე.
✅ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: ლიტერატურული პროცესების ანალიზი, ქართული ლიტერატურის სხვადასხვა ეპოქის ნიმუშების გააზრება მსოფლიო ლიტერატურული პროცესების ჭრილში.
✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: • ბიბლიური ალუზიების  ახსნას დავით გურამიშვილის „დავითიანში“, მის ანალიზს შუასაკუნეობრივი ესთეტიკის ჭრილში; მოსწავლეებისათვის ამ საკითხების მიწოდების გზებზე მსჯელობას; • რომანტიზმის ნიშნების იდენტიფიცირებას ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში; მსოფლიო რომანტიზმის წარმომადგენლების ნაწარმოებებთან  ლიტერატურულ პარალელებზე მსჯელობას; ამ საკითხების მოსწავლეებისათვის მიწოდების გზებზე მსჯელობას; • მეოცე საუკუნის დასაწყისის ლიტერატურული პროცესების დახასიათებას; ცისფერყანწელთა შემოქმედების, გალაკტიონის პოეზიისა ნიმუშების ანალიზს მსოფლიო ლიტერატურული ტენდენციების ჭრილში; ამ საკითხების მოსწავლეებისათვის მიწოდების გზებზე მსჯელობას; • ტრენინგზე დამუშავებულ საკითხებზე კომპლექსური დავალებების იდეების გენერირებას.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 80%-ს.
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.