დასრულდა ფიზიკის უფროს მასწავლებელთა ტრენინგები

➡ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) სრულდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

➡ 2021 წლის 25-30 სექტემბერს და 1, 3-5 ოქტომბერ  ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკის მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

ტრენინგ-მოდულს: “Golabz პროგრამის გამოყენება ფიზიკის სწავლებაში“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ნატო ზამთარაძე.

აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: მასწავლებლები გაეცნონ Golabz პროგრამას და მის შესაძლებლობებს; გაეცნონ Golabz პროგრამის ხელსაწყოების საშუალებით სხვადასხვა კვლევითი ამოცანების შექმნის ხერხებს; გაეცნონ Golabz პროგრამის საშუალებით შექმნილი კვლევითი ამოცანების გამოყენებით კომპლექსური დავალებების შექმნის მეთოდიკას.

➡ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ Golabz პროგრამაში შექმნილი კვლევითი ამოცანების გამოყენებას სასწავლო პროცესში.

➡ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

➡ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.