ბუნებისმეტყველების უფროს მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) სრულდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2021 წლის 25-30 სექტემბერს და 1, 3-5 ოქტომბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე დაწყებითი (1-6 კლასი) ბუნებისმეტყველების მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველების სასწავლო პროცესში“, წყვილში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თამილა თალაკვაძე და მზია სალაძე.
✅ მოდულის მიზანია: მონაწილეები გაეცნონ ბუნებისმეტყველების საგაკვეთილო პროცესში მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებას; მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიებს ბუნებისმეტყველების სწავლების პროცესში; გააცნობიერონ მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარების აუცილებლობა სწავლის სტრატეგიების ეფექტურად გამოყენებისთვის; მოსწავლეებში მეცნიერული კვლევა-ძიების უნარების განვითარებისათვის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა.
✅ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: მოსწავლეთას მოტივაციის ასამაღლებლად მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებას; მარტივი ექსპერიმენტების გამოყენებით მოსწავლეთა კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობას; მონაცემების მოპოვებისათვის კითხვარის, ანკეტის და სხვა ინსტრუმენტების შექმნას და გამოყენებას.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ ტრენინგების მიმდინარეობას ეტაპობრივად ეცნობოდა აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.