ისტ-ის უფროს მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა

➡ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) სრულდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

➡ 2021 წლის 25-30 სექტემბერს, 1 და 3-5 ოქტომბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (კომპიუტერული ტექნოლოგიები)  უფროსის სტატუსის მქონე  მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

ტრენინგ-მოდულს: „ვიზუალური პროგრამირება (scratch)“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი გვანცა სალია.

აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: მასწავლებლები გაეცნონ ვიზუალური პროგრამირების პლატფორმას; შეძლონ  ვიზუალური პროგრამირების გარემოში ონლაინ პროექტების შექმნას  სხვადასხვა ვიზუალური და აუდიო ელემენტების  გამოყენებით.

ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: სწავლა-სწავლების პროცესში ვიზუალური პროგრამირების პლატფორმის/ების გამოყენებას (scratch, code.org. pictoblox); კომპიუტერული პროგრამის/თამაშის შექმნას  სხვადასხვა ვიზუალური და აუდიო ელემენტების გამოყენებით.

სატრენინგო შეფასება შედგება ორი კომპონენტისგან: მონაწილის მზაობა, მონაწილეობა/აქტიურობა, თანამშრომლობა, ღიაობა; დავალება-შინაარსთან დაკავშირებული საკითხები.

➡ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 80%-ს

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%

➡ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.