დასრულდა რუსული ენის უფროს მასწავლებელთა ტრენინგები

➡ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა ტრენინგები რუსული ენის უფროსი მასწავლებლებისათვის
➡ 2021 წლის 25-30 სექტემბერს; 1, და 3-5 ოქტომბერს (1-ლი ჯგუფი) და 6-15 ოქტომბერს (მე-2 ჯგუფი) ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი რუსულის, როგორც უცხოური ენის უფროსი მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის.
➡ ტრენინგ-მოდულს: „ავთენტური მასალა  რუსულის, როგორც უცხოური ენის  გაკვეთილზე“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ლალი მსხილაძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: მასწავლებლები გაეცნონ რუსულის, როგორც უცხოური ენის სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდიკაში   ავთენტური მასალის მნიშვნელობასა და გამოყენების ტექნიკებს.
➡-  ტრენინგ-მოდულის საკითხებია: რუსულის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლა/სწავლების თანამედროვე სტრატეგიები; ავთენტური მასალის მნიშვნელობა; საგაზეთო სტატიის დიდაქტიზირება; კრეატიული წერა; ფილმი, როგორც სასწავლო რესურსი გაკვეთილზე; სტატია/რეპორტაჟი ინტერვიუს საფუძველზე; სურათები/ფოტოები/კომიქსები/სიმღერები როგორც მოსწავლის მამოტივირებული რესურსები.
➡ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: უცხოური ენის სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდიკისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენებით აქტივობების დაგეგმვას; ავთენტური მასალის შერჩევასა და გამოყენებას გაკვეთილზე; საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენას; საგნობრივი ცოდნის   მობილიზებას.
➡ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს;მ• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.