დასრულდა ტრენინგები ხელოვნების უფროსი მასწავლებლებისათვის

➡ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

➡ 2021 წლის 25-30 სექტემბერს, 1 და 3-5 ოქტომბერს  ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მოქმედი მასწავლებლებისათვის.

ტრენინგს - „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება -  შემოქმედებითობა და პრაქტიკა“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ხათუნა ლომაძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

მოდულის მიზანია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლებისათვის აუცილებელი საგნობრივი ცოდნა და უნარები.

➡  ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები: შეძლებენ ეროვნული სასწავლო გეგმის (სტანდარტი, წლიური პროგრამა) სტრუქტურული ერთეულების ფუნქციისა და საჭიროების დახასიათებას;  მათ გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად; გაეცნობიან სასწავლო თემის მიზნებსა და შედეგებზე ორიენტირებულად სწავლა-სწავლების დაგეგმვას (ცნებების, მკვიდრი წარმოდგენების, საკვანძო შეკითხვების, შეფასების კრიტერიუმების, კომპლექსური დავალებების გამოყენებით); შეძლებენ სწავლა სწავლების პროცესში შედეგების, შეფასების კრიტერიუმების, საკვანძო შეკითხვების, ცნებების, მკვიდრი წარმოდგენების ფუნქციისა და საჭიროების გაანალიზებას.

➡  იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

➡ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.