მათემატიკის (1-6 კლ.) უფროს მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა

➡️ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგები.

➡️ 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები დაწყებითი საფეხურის მათემატიკის უფროსი მასწავლებლების სამი ჯგუფისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

➡️ ტრენინგ-მოდულს: „დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლების აქტუალური საკითხები“  ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: I ჯგუფი - ნინო მალაზონია (27-30 სექტემბერი; 1, 3-7 ოქტომბერი);  II ჯგუფი - ნინო ვაშალომიძე (27-30 სექტემბერი; 1, 3-7 ოქტომბერი); III ჯგუფი - (8-17 ოქტომბერი).

➡️ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლებისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები შემდეგ საკითხებში: მათემატიკის სასკოლო კურიკულუმის ძირითადი კომპონენტები; სასკოლო კურიკულუმის შექმნის და განვითარების მეთოდოლოგია; მათემატიკის დაწყებითი საფეხურის ცალკეული საკითხების სწავლების სპეციფიკა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის; კითხვის სტრატეგიების გამოყენება ტექსტური ამოცანების ამოხსნისას; მათემატიკური შინაარსის, საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამების გამოყენება საგნის სწავლებისას.

➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

➡️ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.