ბიოლოგიის უფროს მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების უფროსი მასწავლებლებისათვის.
✅ 2021 წლის 4-13 ოქტომბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ბიოლოგიის მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის.
✅ ტრენინგ-მოდულს: „აქტიური სწავლების მიდგომები ბიოლოგიაში“,  ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ხათუნა ტოტოჩავა და ნანა ვარდმანიძე.
✅ ბიოლოგის ტრენინგ-მოდულის მიზანია: ბიოლოგიის სწავლების აქტიური მეთოდების გაცნობა განხილული მაგალითების საშუალებით და სასწავლო პრაქტიკაში დანერგვა.
✅ ტრენინგმოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: • სწავლების პროცესში კვლევითი აქტივობების გამოყენებას სამეცნიერო მეთოდზე დაფუძნებით; • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომის გამოყენებას ბიოლოგიის კონკრეტული საკითხებთან მიმართბაში; • STEM პროექტების განხორციელებას და საგნობრივ ინტეგრაციას; • სამეცნიერო პრაქტიკების გამოყენებას მოსწავლის აქტიურ შემსწავლელად ჩამოყალიბების მიზნით; • ინფორმაციის/მონაცემების დამუშავების სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებას ბიოლოგიის სხვადასხვა თემებთან მიმართებაში; • ზოგიერთი ციფრული რესურსის გამოყენებას online სწავლებისას.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: დაესწროს ტრენინგის 80%-ს; სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.