​​​​​​​ ერთობლივი პანელ-დისკუსია ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში

2021 წლის 6 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდთან (ბათუმის მასწავლებლის სახლი) თანამშრომლობით  მოეწყო ერთობლივი პანელ-დისკუსია თემაზე:    ,,გოგებაშვილის დედაენა დღეს - ენის სწავლების ტრადიციები და თანამედროვე გამოწვევები“.

27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან  181  და ,,დედაენას“ გამოცემიდან  145   წელი შეუსრულდა. შეხვედრა გახსნა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ - ნატალია ჭყონიამ. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და გოგებაშვილისეული გამოცემების შესახებ ისაუბრა ბიბლიოთეკის მთავარი წიგნსაცავის განყოფილების უფროსმა - ნატო გიორგაძემ.

პანელ-დისკუსიას წარმართავდა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დირექტორის მ/შ - ლალი ლომთათიძე. შეხვედრის მიზანი იყო იაკობ გოგებაშვილის  ,,დედაენის“  წარმოდგენა თანამედროვე მიდგომების ჭრილში; პოზიტიური გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე დამატებით/დამხმარე რესურსებზე ინფორმაციის გაცვლა, საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესება.

მომხსენებლები იყვნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დაწყებითი განათლების მიმართულების ტრენერები:

  • დალი თურმანიძე - „დედაენა და ონლაინ სწავლება პირველ კლასში - სირთულეები  და დაძლევის გზები“;
  • მზია სალაძე - „დედაენა- წარმატებისა და სიცოცხლისუნარიანობის საიდუმლო“;
  • ლეილა წულუკიძე - „იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“, როგორც საუკეთესო დამხმარე რესურსი სწავლების პროცესში“;
  • ნინო ვაშალომიძე - „მესამე თაობის ესგ და დედაენის სწავლების პრინციპი“.

 

აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ტრენერებმა აუდიტორიას გაუზიარეს იაკობისეული  დედაენით მოზარდებთან მუშაობის  გამოცდილება. მათ წარმოაჩინეს გოგებაშვილის მეთოდური მიდგომების დადებითი მხარეები და სირთულეები, თანამედროვე გამოწვევები და მათი დაძლევის გზები;   ,,დედაენით“ სწავლების სპეციფიკა ონლაინ საგაკვეთილო პროცესში. ყოველი მოხენების შემდეგ იმართებოდა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ ბათუმის საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოქმედი პედაგოგები.