ხელვაჩაურის მასწავლებელთა VI მუნიციპალური კონფერენცია

➡ 2021 წლის 29 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში, ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით და ბათუმის მასწავლებელთა  სახლის  მხარდაჭერით გაიმართა მასწავლებელთა  მეექვსე მუნიციპალური კონფერენცია: ,,თანამედროვე მიდგომებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის“.

კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს მიესალმნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ნევრესტან დიდმანიძე და ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე.

➡ კონფერენციის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო  მეცნიერებების  (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ბუნებისმეტყველება), ისტორიის, ქართული ენა და ლიტერატურის  და მათემატიკის მასწავლებელთა  შორის თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის, ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში ხელშეწყობა. 

➡ კონფერენციაზე მასწავლებლებს მიეცათ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები, მოუსმინონ კოლეგებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება.

➡ კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა მოხსენებებს შემდეგი მიმართულებებით: ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, ისტორია. სულ წარმოდგენილი იყო 27 მოხსენება.

➡ სექციურ მუშაობას უძღვებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მარიზა აბაშიძე (ქართული ენა და ლიტერატურა), თალიკო ჯაყელი (ქიმია), ქეთევან ბასილაძე (ფიზიკა-მათემატიკა), ხათუნა ტოტოჩავა (ბიოლოგია), ნიკოლოზ იმედაიშვილი (ისტორია).

➡ კონფერენციაზე წარმოდგენილმა ნაშრომებმა კარგი შეფასებები დაიმსახურა. ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.