შუახევსა და ხელვაჩაურში დასრულდა სკოლამდელი განათლების ტრენინგები

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგებს.
✅ 2021 წლის 13-15 და  20-22 მაისს, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის დაიგეგმა ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის მე-2 ტრენინგ-მოდული: „ბავშვის განვითარება“. ტრენინგი ჩატარდა „ზუმის“ პლატფორმაზე. ის მოიცავს 18 საკონტაქტო და 30 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა - 6 დღე, დღეში 3 საათი.
✅ ტრენინგ-მოდული ჩატარდა „ზუმის“ პლატფორმაზე. ის მოიცავს 18 საკონტაქტო და 30 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.
✅ ონლაინ ტრენინგს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: რიტა ნაკაშიძე (შუახევი) და ირმა გივრაძე (ხელვაჩაური).
✅  მეორე მოდულის თემატიკაა: საგანმანათლებლო პროცესი საბავშვო ბაღში; თამაში, როგორც საგანმანათლებლო პროცესის განხორციელების მთავარი საშუალება; თამაშის ტიპები; აღმზრდელის როლის განსაზღვრა საგანმანათლებლო პროცესში; პოზიტიური დისციპლინა; მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობის სპეციფიკა; ტრანზიციისა და რუტინის როლი; საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა; საგანმანათლებლო პროცესის შეფასება.
✅  20 მაისს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცვნენ:  აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე და პროგრამის კოორდინატორი - ხატია ბერიძე. ტრენინგების პროცესს უწყვეტ მონიტორინგს უწევდა მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სპეციალისტი - მაია ზოსიძე.
✅ ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგები შემოდგომაზე დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებისათვის.