მოსწავლეთა სამეცნიერო -შემოქმედებითი გამოფენა ბათუმის მე-18 სკოლაში

✅ 2022 წლის 3 ივნისს ბათუმის მე-18 საჯარო სკოლაში ჩატარდა სასწავლო-სამეცნიერო შემოქმედებითი გამოფენა, სადაც სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მთელი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის სადემონსტრაციოდ, დაწესებულების ეზოში საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

✅ სკოლის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი სახალისო აქტივობები და ნამუშევრები: დიორამები, მათი ხელით შექმნილი მაკეტები, ნახატები, თვითნაკეთი მუსიკალური ინსტრუმენტები, ხელნაკეთი წიგნები და მოდელები. ასევე ჩაატარეს ცდები და წარმოადგინეს „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები.

✅ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ბათუმის მე-7 და მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრებით გაახალისეს სკოლის გამოფენა.

✅ სამეცნიერო -შემოქმედებითი გამოფენა დაათვალიერეს და მოსწავლეების ნაკეთობები შეაქეს მოწვეულმა  სტუმრებმა: აჭარის არ უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარიკა გვიანიძემ, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა - სულიკო თებიძემ, განათლების ფონდის დირექტორის მოადგილემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით - ლალი ლომთათიძემ,

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორმა- თამაზ სალუქვაძემ, ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებმა, ბათუმის მერიის წარმომადგენელმა თამარის დასახლებაში და თამარის დასახლების N22 საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა.

✅ საზეიმო ღონისძიება მოსწავლეთა კონცერტით დასრულდა.