ტრენინგი უფროსი მასწავლებლებისათვის - “Geogebra-ს გამოყენება ფიზიკის სწავლებაში"

➡ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი იწყებს ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

 2022 წლის 11-15 ივისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკის მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 10 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

 ტრენინგ-მოდულს: Geogebra- გამოყენება ფიზიკის სწავლებაში უფროსი მასწავლებლებისთვის, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნატო ზამთარაძე.

➡ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია მასწავლებლები: 

გაეცნონ გეოგებრას პროგრამას და მის შესაძლებლობებს;

გაეცნონ გეოგებრას ხელსაწყოების საშუალებით სხვადასხვა სიმულაციების შექმნის ხერხებს;

გაეცნონ გეოგებრას საშუალებით შექმნილი სიმულაციებისთვის კომპლექსური დავალებების შექმნის მეთოდიკას;

 ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

 • გეოგებრას პროგრამაში სხვადასხვა ფიზიკური მოვლენების სიმულაციების შექმნას;

• შექმნილი სიმულაციებისთვის კომპლექსური დავალებების გაწერას;

• შექმნილი რესურსების გამოყენებას სასწავლო პროცესში;

იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

დაესწროს ტრენინგის 70%-

გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%

 13 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.