სტატუსის ტრენინგები ბიოლოგიის უფროსი მასწავლებლებისთვის

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ახორციელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2022 წლის 11-20 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ბიოლოგიის მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის.  ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „ინტერაქტიული სწავლება ბიოლოგიაში უფროსი მასწავლებლებისთვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ხათუნა ტოტოჩავა.
✅ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: კვლევაზე, პრობლემაზე, პროექტზე დაფუძნებული სწავლება ბიოლოგიაში; STEM პროექტები და საგნობრივი ინტეგრაცია; ინფორმაციის/მონაცემების დამუშავების ინსტრუმენტები; სამეცნიერო პრაქტიკები; რესურსები online სწავლებისთვის ბიოლოგიაში.
✅ ტრენინგ-მოდულს: „ციფრული რესურსების გამოყენება ბიოლოგიის სწავლებაში უფროსი მასწავლებლებისთვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ნანა ვარდმანიძე.
✅ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
მონაწილეები გაეცნობიან ციფრული რესურსების სხვადასხვა ტიპებს, რომელთა გამოყენებაც მნიშვნელოვანია ბიოლოგიის სწავლებაში. ტრენინგის მიმდინარეობისას თავად შექმნიან ონლაინ სასწავლო რესურსებს, იმსჯელებენ სასწავლო პროცესში მათი გამოყენების შესაძლებლობებზე.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
✅ 13 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე და საბუნებისმეტყველო მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.