ქობულეთის პედაგოგთა VIII მუნიციპალური კონფერენცია

✅ 2022 წლის 23 ივნისს ქობულეთის რესურსცენტრის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, სსიპ ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა VIII მუნიციპალური კონფერენცია :  ,,ინოვაციები სწავლა-სწავლების პროცესში” (კომპლექსური დავალება - მოსწავლის პიროვნული განვითარების გზა). 
✅ კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე - დავით მჭედლიშვილი; აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დირექტორი - სულიკო თებიძე; დირექტორის მოადგილე  - ლალი ლომთათიძე;  ქობულეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი - ნათია ნიჟარაძე; საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სმპთ) ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - გელა ლაზიშვილი და ქობულეთის მუზეუმის დირექტორი - - რეზო ტაკიძე.
✅კონფერენციის მონაწილეებს დისტანციურად მიესალმა ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი ნიკო სილაგაძე.
✅ ქობულეთის რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ჩატარებული ქობულეთის მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენციების შესახებ. 
✅კონფერენცია შეაჯამა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა. 
✅კონფერენციის მიზანი იყო: 2021-2022 სასწავლო წელს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში საინტერესო პედაგოგიკური პრაქტიკის გამოვლენა; მასწავლებელთა  შორის თანამშრომლობის გაღრმავება; პროფესიული გამოცდილების გაზიარება; ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა; ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის; სასწავლო პროცესის დაფუძნება კომპლექსურ დავალებებზე.
✅ კონფერენციაში მონაწილეობდა 43 პედაგოგი, რომლებმაც 8 სექციაში წარმოადგინეს თავიანთი მოხსნებები. სექციებში მუშაობა შეაფასეს ქოუჩებმა, რომლებიც მოდერაციას უწევდნენ სექციური მუშაობას. კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.