ტრენინგი უფროსი მასწავლებლებისათვის - “ Tinkercad-ის გამოყენება ფიზიკის სწავლებაში"

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2022 წლის 18-22 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკის მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 10 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულს: “Tinkercad-ის გამოყენება ფიზიკის სწავლებაში უფროსი მასწავლებლებისთვის“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ქეთევან ბასილაძე.
➡️ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: 
• ფიზიკის სწავლებაში ახალი ტექნოლოგიების გაცნობა და მათი სასწავლო პრაქტიკაში
• გაეცნონ და  შეისწავლონ Tinkercad-ის პროგრამას, მის ინსტრუმენტებს,  
• Tinkercad-ის საშუალებით ელექტრული წრედებისა თუ ელექტროხელსაწყოების შექმნის შესაძლებლობებს. 
• თავად შექმნან ასეთ ხელსაწყოები და შეძლონ მათ გამოყენება ფიზიკის სწავლებისას.
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
 •Tincercad პროგრამის გამოყენებას სასწავლო პროცესში;
 •Tincercad პროგრამაში შექმნილი ამოცანებით კვლევების ჩატარებას;
 •Tincercad პროგრამაში ახალი კვლევითი და სადემონსტრაციო ამოცანების შექმნას.
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
➡️ 22 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.