ქედის მასწავლებელთა და დირექტორთა ონლაინკონფერენცია

➡️ 2022 წლის 25 ივნისს ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ჩატარდა ქედის მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა და დირექტორთა ონლაინკონფერენცია.
➡️ კონფერენცია გახსნა ქედის საგანმანათლებლო რესურსცენტრის  უფროსმა - დურმიშხან შავიშვილმა.
➡️ კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს: ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ექსპერტი - ნიკოლოზ სილაგაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე - ჯემალ სურმანიძე; აჭარის განათლების ფონდის დირექტორის  მოადგილე - ლალი ლომთათიძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის კოორდინატორი - ია მგელაძე. 
➡️კონფერენციის მიზანი იყო: 2021-2022 სასწავლო წელს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში საინტერესო პედაგოგიკური პრაქტიკის გამოვლენა; მასწავლებელთა  შორის თანამშრომლობის გაღრმავება; პროფესიული გამოცდილების გაზიარება; ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა; ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის; სასწავლო პროცესის დაფუძნება კომპლექსურ დავალებებზე.
➡️ კონფერენციაში მონაწილეობდა 25 პედაგოგი, რომლებმაც 4 სექციაში წარმოადგინეს თავიანთი მოხსნებები. სექციებში მუშაობა შეაფასეს ქოუჩებმა, რომლებიც მოდერაციას უწევდნენ სექციური მუშაობას. 
კონფერენციის  ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.